მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულში 27 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

ტყიბულში 27 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

ტყიბულში ილია ფუტკარაძეს ეძებენ.

27 წლის ახალგაზრდის კვალი 4 დღეა, რაც გაუჩინარდა.

ახალგაზრდას სახლში აქვს დატოვებული ყველა პირადი ნივთი, გარდა მობილურისა, რომელზეც ვეღარ უკავშირდებიან.

“ილია ფუტკარაძის სიმაღლე დაახლოებით 175 სმ-ია. 17 მარტს ტყიბულში სახლიდან 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ ოჯახი და მეგობრები მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ. ეცვა ის ქურთუკი, რომელიც ფოტოებშია.

თუ ვინმეს სადმე უნახავს ან ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ გამოგვეხმაურეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 599 407 860”, – აღნიშნულია მეგობრების განცხადებაში.

კომენტარები