მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საქართველოდან და ყირგიზეთიდან ელჩები გაიწვია. ისინი კიევში კონსულტაციებისთვის დაბრუნდებიან.

“დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა.

ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები