მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს აეროპორტში მუხლმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს აეროპორტში მუხლმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლის – გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს.

დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად რიგითი მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო შეიკრიბნენ. მოქალაქეები მუხლმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ დაღუპულთა ჩამოსვენებას.

აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

კომენტარები