მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 დაიჭრა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 დაიჭრა

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა – ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.

“დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

დიდება გმირებს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები