მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვების შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

“ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან არ არსებობს შესაძლებლობა, შემოწმდეს დაბომბვის ადგილები აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები