მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინის სოლიდარობის აქცია საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან

უკრაინის სოლიდარობის აქცია საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის ქალთა ფონდმა „სოხუმი“ ბიზნესპროექტის დაწერის საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მიზანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერება, ახალი პროფესიების დაუფლება, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაა. სასწავლო-საინფორმაციო კურსის შემდეგ, საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ფახულანში.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა უკრაინის სოლიდარობის სიმბოლური აქცია საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან გამართეს.

კომენტარები