მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უპატრონო, მშიერი და გაავებული უზარმაზარი ძაღლების ხროვა ადამიანებს თავს ესხმის, მოგვეხმარეთ”

“უპატრონო, მშიერი და გაავებული უზარმაზარი ძაღლების ხროვა ადამიანებს თავს ესხმის, მოგვეხმარეთ”

სოფელ კვალითის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ფეისბუ მომხმარებელი ჯგუფში “ზესტაფონი” პოსტს აქვეყენებს და წერს, რომ უპატრონო, მშიერი და გაავებული უზარმაზარი ძაღლების ხროვა ადამიანებს თავს ესხმის.

“ძალიან მინდა გულდასმით წაიკითხოთ და ვინმემ მირჩიოს ვის მივმართო…კვალითის დასახლებაში თუ არ ცხოვრობთ ისე მაინც მოხვდებოდით და თვალში მოგხვდებოდათ უპატრონო, მშიერი და გაავებული უზარმაზარი ძაღლების ხროვა, რომელიც ხშირად თავს ესხმიან ადამიანებს… ბავშვებს.. მანქანებს ლამის არის ფანჯარაში შეუხტნენ… საღამოს ნაგავი ვერ გადაგვიყრია იმის შიშით, რომ თავს დაგვესხმებიან გააფთრებული ცხოველები… დამემოწმება დასახლების ნებისმიერი მაცხოვრებელი… ადამიანებო, მაინცდამაინც უნდა დაგლიჯონ ვინმე და მერე გაახელთ თვალს?

გთხოვთ ყველას, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მივიდეს მათ ყურამდე ვისაც ეხება ამ პტობლემის მოგვარება… ერთ საღამოს გამოვიდეს, ფეხით გაიაროს დასახლებაში და მერე მაინც დაიჯეროს რაც იქ ხდება… ნუ დავაგლეჯიებთ ცხოველებს ისედაც გაწამებულ ხალხს… მომეხმარეთ..“, – წერს ნანა ქვრივიშვილი.

 

კომენტარები