მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართული ოცნება” პარლამენტში “რუსულ კანონს” ხელახლა წარადგენს

“ქართული ოცნება” პარლამენტში “რუსულ კანონს” ხელახლა წარადგენს

“ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი სრულიად უცვლელია.

მისივე თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

“უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინფიცირებული, ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა, ჩვენ მიერ დღეს დაინფიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა, უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები