მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართული ოცნების” შტაბის უფროსის კომპანიამ ვანის ბიუჯეტიდან 155 ათას ლარზე მეტი მიიღო

“ქართული ოცნების” შტაბის უფროსის კომპანიამ ვანის ბიუჯეტიდან 155 ათას ლარზე მეტი მიიღო

“ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორისა და შტაბის უფროსის კომპანიამ, არჩევნების წინ, ვანის ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი მიიღო.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ვანის სოფელ ამაღლების “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის ბესიკ შუბლაძის შპს “20-20”-მა 116 000 ლარი უტენდეროდ, 39 500 ლარი კი უკონკურენტო ტენდერში მიიღო.

მისივე ცნობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას ჯამში 80,000 ლარი მისცა, ხოლო 75,500 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.

ბესიკ შუბლაძე წინა წლებში “ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორი იყო, ხოლო 2021 წლიდან საკუთარ სოფელში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

კომენტარები