მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართულმა ოცნებამ” აეროპორტი და ქუთაისი დაამსგავსა ერთმანეთს – წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება”

“ქართულმა ოცნებამ” აეროპორტი და ქუთაისი დაამსგავსა ერთმანეთს – წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება”

ბატონ პრემიერს მინდა მივმართო, დარწმუნებული ვარ, მამამისი ბატონი ტარიელი არ ეტყვის უარს და ერთ ჩარტერს დაუფინანსებს, რომ ჩამოვიდეს ქუთაისის აეროპორტში და ნახოს რა მდგომარეობაა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაიტბორა.

“ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაიტბორა ქუთაისის აეროპორტი. პირველ შემთხვევაში აეროპორტის ფუნქციონირება სრულად შეწყდა, ახლა მეორედ დაიტბორა.

ბატონ პრემიერს მინდა მივმართო, რომ მორჩება მის ამერიკულ ვოიაჟებს, მისი შვილის ჩარტერით გადაფრენას, მისი ცოლის სასახლეში დაბადების დღეების გადახდას, დარწმუნებული ვარ, მამამისი ბატონი ტარიელი არ ეტყვის უარს და ერთ ჩარტერს დაუფინანსებს, რომ ჩამოვიდეს ქუთაისის აეროპორტში და ნახოს რა მდგომარეობაა.

“ქართული ოცნება“ უკვე ათია წელია, გვპირდება, რომ ხან რკინიგზით, ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დააკავშირებს ქუთაისს, მაგრამ ამის მაგივრად, “ქართულმა ოცნებამ“ აეროპორტი და ქუთაისი დაამსგავსა ერთმანეთს – წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

კომენტარები