მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართულმა ოცნებამ” ზესტაფონში ხმების სანაცვლოდ ვადაგასული პროდუქტები დაარიგა

“ქართულმა ოცნებამ” ზესტაფონში ხმების სანაცვლოდ ვადაგასული პროდუქტები დაარიგა

სურსათი, რომელიც ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ გადასცა, ვადაგასული და საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.

ოპოზიციაში ამ ფაქტს ადამიანების შეურაცხყოფად და დანაშაულად აფასებენ.

“ადამიანების დაცინვა და დამცირება უფრო მეტად თუ შესაძლებელია, მე ძნელად წარმომიდგენია. მასიურ მოსყიდვას, რომელსაც “ქართული ოცნება” აკეთებს ადმინისტრაციული რესურსით, მათ შორის დასუფთავების სამსახურით, ახლა გვიკავშირდებიან, რომ ეს არის გაფუჭებული, ვადაგასული პროდუქტი. ეს არის დანაშაული”, – განაცხადა ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები