მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქეთი ნინუა – ჩემი ოცნება ავისრულე, ეს არის ის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ

ქეთი ნინუა – ჩემი ოცნება ავისრულე, ეს არის ის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ

ქეთი ნინუამ მეუღლესთან ერთად, ბავშვობის ოცნება და ოჯახური გატაცება საუკეთესო ბიზნესიდეად აქცია და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში, ქუთაისთან ახლოს “ვილა ქოხი” გახსნა.

“ვილა ქოხი” ქვიტირში, პირველი ქუჩა N237-ში მდებარეობს.

ტერიტორია მოიცავს დიდ ეზოს, სადაც სტუმრებს ბევრი სასიამოვნო აქტივობა ელოდებათ.

“ვილა ქოხში” დაგხვდებათ – სასტუმროში არსებული 3 ნომერი, 60 კაცზე გათვლილი ფანჩატური, აუზი, გახმოვანების სისტემა, WI-FI და ყველა საჭირო ინვენტარი თქვენთვის სასურველი და მნიშვნელოვანი დღის დასაგეგმად.

“ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ეზო და სახლი მქონოდა ქალაქიდან ოდნავ მოშორებით. ასევე მინდოდა, რომ ეზოში ყოფილიყო  ხეები. მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი შემოსავლით სესხი ავიღეთ და ქუთაისთან ახლოს ეს სივრცე ვიყიდეთ, რომელიც ჩვენი გემოვნებით მოვაწყვეთ.

ჩემი ოცნება ავისრულე, ეს არის ის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, რომ ჩემმა ყველა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს  და ამაღლებული განწყობით იყოს.

ეს სივრცე ჩემთვის არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო. მინდა, რომ ჩემმა მეგობრებმა და სრულიად უცხო ადამიანებმაც აქ დაუვიწყარო დრო გაატარონ”, – აცხადებს “ვილა ქოხის” მეპატრონე ქეთი ნინუა.

კომენტარები