მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი პატიმრობაში რჩება

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი პატიმრობაში რჩება

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი კვლავ პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და ნატო ხელაძეს ცრუ ჩვენების ბრალდებითაც აღმკვეთ ღონისძიებადაც პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი არგუმენტად მოწმეებზე გავლების მოხდენას და მიმალვას ასახელებდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სხდომას დისტანციურად დაესწრო ბრალდებული.

29 წლის ნატო ხელაძე ქმრის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალი პოლიციამ შეცდომით დააკავა, შემდეგ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მძიმე მუხლით დაკავებული ქალი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დანაშაული სხვამ ჩაიდინა, თუმცა პროკურატურა ამბობდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორედ ქალის დანაშაულზე მიუთითებდა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ  კაცი არა მეუღლემ, არამედ მეუღლის ძმამ მოკლა.

კომენტარები