მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისელებს გვართმევენ ჩვენს ისტორიას, მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ”

“ქუთაისელებს გვართმევენ ჩვენს ისტორიას, მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ”

ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს.

სანაყინე “სავანეს“ მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სისტემა მოქმედებს.

მისივე თქმით, მერია კაფესა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს.

“ქუთაისელებს გვართმევენ ჩვენს ისტორიას. ამ სანაყინეს ისტორია სამოც წელზე მეტია, გრძელდება. არ არსებობს ქუთაისელი, რომლის ბავშვობაც ამ ადგილს არ უკავშირდებოდეს და ქუთაისის მერია გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, 2012 წელს გამქრალი შენობის საფუძველზე, რეესტრში ისე გაატარეს მთლიანი ბაღის შენობა, თითქოს არ არსებობს, გააქრეს საკადასტრო რუკიდან და ასე ცდილობს დაგვინგრიოს ჩვენი საკუთრება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ და ვუვლიდით. მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ, მეხუთე წელია, ჩვენ ვერ ვფუნქციონირებთ და ქალაქში ეს მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩერებულია. დღეს იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ქუთაისის ისტორიულ ნაწილს ანგრევენ, თვითონ უწოდებენ ამას ისტორიულ კაფეს და ანგრევენ“, – აცხადებს გიორგი ტურაბელიძე.

ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

ენმ-ის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას კერძო საკუთრებას არ აღიარებს.

“ის ყბადაღებული თემა, რომ ბიზნესი  საქართველოში თავისუფლად სუნთქავს, მერწმუნეთ „ოცნებას“, სადაც დასჭირდება მშვენივრად ახერხებს ბიზნესზე ზეწოლას და დახურვასაც და ობიექტების დანგრევასაც კი კადრულობენ. რასაც ვხედავთ ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობა და სუსი ჩართულია“, – ამბობს თემურ ცამციშვილი.

კომენტარები