მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.

ამ რეისით მგზავრობდა “რადიო თავისუფლების” ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის ინფორმაციით, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.

მგზავრებმა არ იციან, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.

კომენტარები