მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი – ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე დღეს დაკრძალეს.

ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.

კომენტარები