მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე დანიშნული არ არის

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე დანიშნული არ არის

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით ამ დრომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნული არ არის. ტურიზმის სექტორი წლებია, ამ საკითხზე წუხს. ისინი ამბობენ, რომ ჩამოსული მგზავრები ქალაქს გვერდს უვლიან, რადგან მათთვის პირობითად თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გადაადგილება უფრო მარტივი და იაფია.

როდის ეყოლება ქალაქს ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი? – ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი ისევ არ არსებობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული  ტურისტებს კი  საქართველოს მასშტაბით იფანტებიან, რადგან მათ ტაქსით ქუთაისის ცენტრში მოხვედრა იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ბათუმში ან თბილისში წასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ქუთაისის მერია კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვით ცენტრთან ერთად, ელექტრო ავტობუსების შემოყვანაზე მუშაობს, თუმცა როდის მოხდება ავტობუსების შემოყვანა, ან აქამდე რატომ არ შემოჰყავდათ – მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო: bm.ge

კომენტარები