მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში დედა-შვილი ერთ ფაკულტეტზე სწავლობს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში დედა-შვილი ერთ ფაკულტეტზე სწავლობს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, დედა-შვილი ეკატერინე ფერაძე და ანა კოვზირიძე პედაგოგიური ფაკულტეტზე სწავლობენ.

დედა-შვილი მეორე კურსზეა და ერთ ჯგუფში სწავლობს.

ეკატერინე ფიქრობს, რომ პედაგოგობა მისი მოწოდებაა და შვილთან ერთად სწავლა მეტ მოტივაციას აძლევს.

“როცა ჩემი შვილი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა, ვიფიქრე მეც ხომ არ მეცადა. ვფიქრობ, არასდროსაა გვიან იპოვო შენი თავი სასურველ პროფესიაში. ძალიან გამიხარდა როცა ორივე ჩავირიცხეთ. ახლაც ერთმანეთს ვეხმარებით მაქსიმალურად. ორივე ვაცნობიერებთ, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო პროფესიაა, განსაკუთრებით პირველი მასწავლებელი ბავშვებს განსაკუთრებით ამახსოვრდებათ”,- ამბობს ეკატერინე ფერაძე.

“განსაკუთრებულად სასიხარულო იყო როცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, აქ სწავლასაც ორივე წარმატებით დავასრულებთ. ჩემი პირველი მასწავლებელი განსაკუთრებით კარგად მახსოვს. მისი დამსახურებაა, რომ ეს პროფესია ავირჩიე და რა თქმა უნდა, მთავარი მოტივაციის წყარო ბავშვების სიყვარულია”, – ამბობს ანა კოვზირიძე.

ეკატერინე და ანა სწავლის დასრულების შემდეგ განათლების მაგისტრის კვალიფიკაციას მიიღებენ.

კომენტარები