მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის კამერულ გუნდს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა

ქუთაისის კამერულ გუნდს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ქუთაისის კამერულ გუნდს (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.

საიუბილეო საღამოზე მაყურებელს კომპოზიტორის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე საინტერესო და უცნობი ფაქტები გააცნეს, ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, საგუნდო კოლექტივებმა კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს.

საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები