მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერია იმ პირების დადგენას ცდილობს, რომლებმაც ბულვარის ღობეზე პლაკატები გააკრეს

ქუთაისის მერია იმ პირების დადგენას ცდილობს, რომლებმაც ბულვარის ღობეზე პლაკატები გააკრეს

ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები იმ პირების ეძებენ, რომლებმაც ქუთაისში ბულვარის დროებით ღობეზე რუსული კანონის მხარდამჭერი პლაკატები გააკრეს.

მერიაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ თუ აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოხდება, მათ მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები განხორციელდება.

“ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების უნებართვოდ  გაკვრასთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დამრღვევი პირების დადგენის შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება საჯარიმო სანქციები”, – განუცხადეს “ინფო იმერეთს” ქუთაისის მერიაში.

ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს პლაკატები “ქართული ოცნების” გაკრულია, შესაბამისად მერია ამის შესახებ საქმის კურსში იყო.

კომენტარები