მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომლის ანგარიშში წერია, რომ მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები ხალხის ფულს სოციალური შემწეობების სახით იღებდნენ, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეძენილ ავოტობუსებს, აუდიტის დასკვნის მიხევით ის მუდმივ შეკეთებას საჭიროებს. წერილი პროკურატურიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა შუშანიამ მიიღო.

“პროკურატურამ დაიწყო უკვე გამოძიება 2019-2020 წლების საქმეზე. ქუთაისის მერი დღეს ცდილობს, ყველას დააბრალოს მთლიან “ქართულ ოცნებას” და ყოფილ მერს, ოღონდ თვითონ გადარჩეს, თუმცა არ აღიარებს, რომ უხარისხო ავტობუსები სწორედ მისი მერობის დროს ჩამოიყვანეს და მისი მერობის დროს მოხდა ჩაბარება ინფრასტრუქტურული სამუშაოების. ამიტომ დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები