მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ხალხის ფულის რესტორნებში ხარჯვას განაგრძობენ

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ხალხის ფულის რესტორნებში ხარჯვას განაგრძობენ

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ხალხის ფულის რესტორნებში ხარჯვას განაგრძობენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებაში 1500 ლარი გადაიხადა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არაერთი ფაქტია, როდესაც ჩინოვნიკები საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავენ.

“ვერ პასუხობენ არსებულ გამოწვევებს, ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც იზრდება როგორც სარესტორნო ხარჯები, ასევე იზრდება ბიუროკრატია. მათი ერთადერთი მიზანი არის, რომ ამ ბიუროკრატიის და ასეთი ხარჯების ზრდით, შეინარჩუნონ შემდგომში ხელისუფლება.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა თითქმის უკვე 50%-ზე მეტს ხარჯავს ბიუროკრატიაში და შესაბამის ადმინისტრაციულ ხარჯებში, რაც ეტყობა მთელ ქალაქს”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები