მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება”

“ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება”

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას და ამის ფონზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოთხ მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქუთაისის ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე ტარიფი 50-დან 70 თეთრამდე გაიზარდა, რაც ქუთაისელთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან, უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა და ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა, არის ქუთაისელთა დაცინვა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საერთო ჯამში ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.

ქუთაისის მერიის ვალი კი 25 მილიონ 377 ათასი ლარს შეადგენს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული თანხა მიმართოს ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებაზე.

კომენტარები