მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა.

წარმოდგენილი იქნა თანამედროვე პოლონელი დრამატურგის ანჟეი სარამონოვიჩის პიესა “ტესტოსტერონი”.

სპექტაკლში სიუჟეტი ვითარდება რესტორანში, სადაც საქორწილოდ გაშლილ სუფრას მხოლოდ შვიდი მამაკაცი შემორჩა. საყვარელი ქალისაგან საკურთხეველთან მიტოვებულ სასიძოს ნათესავები და მეგობრები ამხნევებენ.

“ტესტოსტერონი” მესხიშვილის თეატრში დადგმული ნინო მაღლაკელიძის რიგით მეორე სპექტაკლია. მისმა პირველმა სპექტაკლმა – “ქარი ქრის ვერხვებში”, თეატრალური საზოგადოების აღიარება მოიპოვა.

სპექტაკლის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება 29 და 31 იანვარს.

კომენტარები