მთავარიახალი ამბები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის – “შელოცვა რადიოთი” პრემიერა გაიმართა

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის – “შელოცვა რადიოთი” პრემიერა გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის – “შელოცვა რადიოთი” პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლის რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი, მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ჭოლაძე, თენგიზ ჯავახაძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ნიკა ძნელაძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ნანა კუპატაძე, ნანცო ცხვარაშვილი, თინათინ მოსულიშვილი, ნინი ქარჩავა.

როგორც ნაწარმოებში, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლშიც, ელის პირადი ტრაგედია გატარებულია საქართველოს ტრაგედიის ჭრილში და ქალი, თავისი ბედით, მრავალჯერ გაყიდული და მოტყუებული საქართველოს სახეა. ამავდროულად, ელი უცხო მიწაზე გადახვეწილი ქართველის კრებითი სახეა, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება მშობლიური გარემო, მიწა, ჰაერი, რადგან მისი გარეგნული სილამაზე და ფაქიზი სული, შეუცნობელი და დაუფასებელი, მაინც მოვაჭრის თვალით საყურებელია უცხო მხარეში.

“შელოცვა რადიოთი” მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სეზონის მეოთხე პრემიერა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების პირველი სცენური ხორცშესხმაა.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება მესხიშვილის თეატრში 30 ნოემბერს, 19:00 საათზეც გაიმართება.

კომენტარები