მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს უნდა დაინგრეს თუ არა “სავანე”, რომელიც უკვე დანგრეულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს უნდა დაინგრეს თუ არა “სავანე”, რომელიც უკვე დანგრეულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს უნდა დაინგრეს თუ არა შენობა, რომელიც უკვე დაანგრიეს.

საქმე ეხება ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანეს”, რომლის დემონტაჟი ერთი თვის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მფლობელებს საქმე სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.

კაფე “სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ არ ენდობიან საქართველოს ფასადურ სასამართლოს და სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.

გიორგი ტურაბელიძე ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს.

კომენტარები