მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს პატრონი ჰყავს?” – კლინიკამდე მისასვლელი გზა ექსტრემალურია

“ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს პატრონი ჰყავს?” – კლინიკამდე მისასვლელი გზა ექსტრემალურია

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფომდე მისასვლელი გზა ავარიულია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, რომლებსაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კლინიკაში შეჰყავთ, ექსტრემალური გზის გავლა უხდებათ.

პაციენტის ახლობლები არსებულ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ.

“სასწრაფოს რომ იძახებ, ექიმები კი რომ ამბობენ, რომ სახლში მისი მკურნალობა შეუძლებელია, საავადმყოფოშია გადასაყვანიო და  სასწრაფო, რომ საეკლესიო საავადმყოფოში შეჰყავს,  ეს იმას ნიშნავს, რომ ექსტრემალური გზის გავლა უხდება. დაჩეხილი, დატალღული და ორმოებად ქცეულია გზა, ვიდრე მას  კლინიკამდე შეიყვანენ. ამ საავადმყოფოს ნეტა პატრონი ჰყავს”, –  ამბობს პაციენტის ახლობელი ნინო მაისურაძე.

სოციალურ ქსელში ასევე კლინიკამდე მისასვლელი გზის ამსახველი ვიდეო კიდევ ერთმა ადამიანმა გამოაქვეყნა, ისიც არსებულ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს.

კომენტარები