მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც”

“ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც”

სამწუხაროდ, ჩვენი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახადებიდან არის შემოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძემ განუცხადა.

“როდესაც ისინი არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ფაქტიურად დაკარგულია მათი ამომრჩევლის ხმა. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების პროცესში.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, როდესაც მოვიხმართ მოქალაქეების გადასახადებს და ადმინისტრაციულ რესურსს, ყველა ჩვენთაგანმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქის და მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბაქარ მახარაძემ.

კომენტარები