მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედო” ყაზახურ “აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა 

ქუთაისის “ტორპედო” ყაზახურ “აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა 

ქუთაისის “ტორპედომ” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ “აქტობეს” “რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ყაზახებმა პირველ ტაიმში 9-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს, 4-მდე ანგარიში კი მეორე ტაიმში გაზარდეს.

ქუთაისის “ტორპედომ” ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა.

ქუთაისის “ტორპედოსა“ და “აქტობეს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.

კომენტარები