მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრში კედლის მხატვრობა შავი წარწერებით გადაფარეს

ქუთაისის ცენტრში კედლის მხატვრობა შავი წარწერებით გადაფარეს

ვანდალიზმი ქუთაისში – ქალაქის ცენტრში, “მონპლეზირის” თაღთან არსებული კედლის მხატვრობა შავი გრაფიტით გადაფარეს.

ფოტოს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ვახო აბაშიშვილი ავრცელებს.

“ძალიან გულსაწყვეტია ასეთი დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ. სავიზიტო ბარათად ქცეულ გოგონას, შავი გრაფიტი ააფარეს. იმედი მაქვს, ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან”, – წერს ვახო აბაშიშვილი.

კომენტარები