მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ცენტრში კოლხური შადრევანი ისევ გამორთულია

ქუთაისის ცენტრში კოლხური შადრევანი ისევ გამორთულია

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანი მეორე დღეა, არ მუშაობს.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია პირველ მაისს დასრულდა, თუმცა ის პერიოდულად გამორთულია.

შადრევნის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები