მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ნახევარმილიონიან კორუფციულ სკანდალში ბრალდებული ვლადიმერ მიქელაძე რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ოჯახი და ადვოკატი მის დაღუპვას გულის მძიმე დაავადებას უკავშირებენ, მაგრამ საქმეში არსებობს სხვა საეჭვო გარემოებებიც.

ბოლო სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ საჯაროდ ამხილა ხელვაჩაურის ყოფილი მერი, რომელსაც ქრთამის ნაწილი გადასცა. მხილების მიუხედავად, ყოფილი მერი თავისუფალია. საგამოძიებო უწყებას ის არც კი გამოუკითხავს. და უფრო მეტიც – სკანდალის დაწყების შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს. ახლა, “ოცნების” მაღალჩინოსანი უმუშევარია, იმ მიზეზით, რომ აზარტული თამაშებით გატაცებაში ამხილეს – კორუფციის თემაზე კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მასთან კითხვები არ აქვს.

მიქელაძე  2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მიქელაძე “ხელვაჩაურის წყლის” დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში.

კომენტარები