მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის 1780 თანამშრომელი გათავისუფლების მოლოდინშია

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის 1780 თანამშრომელი გათავისუფლების მოლოდინშია

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის 1780 თანამშრომელი გათავისუფლების მოლოდინშია.

ბაგა-ბაღების გაერთიანების რეორგანიზაციის ბრძანებები თანამშრომლებს უკვე გადაეცათ, სადაც საუბარია იმაზე, რომ არ არის გამორიცხული, ოპტიმიზაციის ფარგლებში მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდეს.

უფლებადამცველები და ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იმ ადამიანების დასჯას იწყებს, რომლებმაც არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას მხარი არ დაუჭირეს.

ასევე ოპოზიციის თქმით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს, გათავისუფლებული თანამშრომლების პოზიციებზე კი სახელისუფლებო გუნდის აქტივისტებს დასაქმებას გეგმავდეს.

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების ა(ა)იპში რეორგანიზაციას ადასტურებენ, თუმცა თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლებას უარყოფენ.

კომენტარები