მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მწვანეყვავილას ქუჩა ისევ დაზიანებულია

ქუთაისში მწვანეყვავილას ქუჩა ისევ დაზიანებულია

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ისევ დაზიანებულია.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე ავრცელებს.

“აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან ზაფხულს დასრულდა. წელს კი ასფალტი ასეთ დღეშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ზუსტად ამ პრობლემის გამო განხორციელდა”, – წერს ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე.

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

კომენტარები