მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი – ქალაქი, რომელიც თითქმის ყოველი გაწვიმების დროს იტბორება

ქუთაისი – ქალაქი, რომელიც თითქმის ყოველი გაწვიმების დროს იტბორება

ქუთაისი ყოველი ძლიერი გაწვიმების შედეგად იტბორება. ქალაქში არის რამდენიმე ქუჩა, სადაც მცხოვრები ადამიანებისთვის წვიმა თავსატეხია.

ადგილობრივები “ინფო იმერეთთან” საუბრისას ამბობენ, რომ  სახლში ახალი ნივთების და ტექნიკის შეძენის აზრს უკვე ვეღარ ხედავენ, რადგან ძლიერი წვიმის შედეგად წყლის ნაკადი სახლში შედის და  ყველაფერს აფუჭებს.

ქუთაისში ეს პრობლემა მრავალია წელია, არსებობს და ვერცერთი ხელისუფლების დროს, ფუნდამენტურად მისი მოგვარება ვერ მოხდა.

ფოთის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან სტიქიის დროს სამაშველო სამსახურიდან მაინც მიდიოდნენ, ბოლოს კი იქაც უთხრეს, რომ მათმა პრობლემამ სისტემატური ხასიათი მიიღო, საკმარისი ჯგუფები არ ჰყავთ და ვერ მივლენ.

ხალხი დახმარებას ითხოვს, რას აპირებს ხელისუფლება უცნობია.

კომენტარები