მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი თხრილში ჩავარდა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი თხრილში ჩავარდა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ავტომობილი თხრილში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული ქუჩა დაწყებული და შემდეგ მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორმოებად არის ქცეული, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს.

ქუთაისელების თქმით, “ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა, ქუჩებს გადათხრის, სამუშაოებს მიატოვებს, რის გამოც საავარიო სიტუაციები ხშირად იქმნება.

კომენტარები