მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ბოშათა დასახლებაში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია ერთი პირი

ქუთაისში, ბოშათა დასახლებაში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია ერთი პირი

ქუთაისში,  ანჯაფარიძის ქუჩაზე, მდინარე რიონის სანაპიროზე ბოშათა დასახლებაში ცეცხლი გაჩნდა.

“ინფო იმერეთის”  ინფორმაციით, დამწვარია ორი ბარაკული ტიპის ხის ნაგებობა. ერთ-ერთმა პირმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

პერიმეტრზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული.

კომენტარები