მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

დაზარალებული “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ სახლის ის ნაწილი ის დაინგრა, სადაც ოჯახის წევრების საძინებელი ოთახებია, თუმცა ღამით საბედნიეროდ, სტუმრად იმყოფებოდნენ.

“ღმერთმა გადამარჩინა და გუშინ ნათესავთან დავრჩით, თორემ სწორედ ის ნაწილია დანგრეული, სადაც ჩემი და ჩემი ბიჭის საძინებელი ოთახებია. მეზობლები მიყვებიან, რომ საშინელი ხმა იყო, გარეთ გამოსულებს კი ძლიერი მტვერი დახვდათ, არ ვიცი რა მეშველება”, – აცხადებს დაზარალებული.

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები