მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

“სიზმრიდან გამოქცეული” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია ქუთაისში, სასტუმრო “არგოში” შედგა.

სამოქალაქო თეატრის მსახიობებმა ჟურნალისტისა და პოეტის ლექსები წაიკითხეს, ამის შემდეგ კი ქეთი ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუების კოლაჟის ჩვენება გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციას გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოს ორგანიზატორი ჟურნალისტი მაია ყუფარაძე იყო.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

მთავარი ფოტო: არჩილ გეგენავა

ფოტო: მამუკა კაკაურიძე

კომენტარები