მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დღეს მოწამეთობა აღინიშნება

ქუთაისში დღეს მოწამეთობა აღინიშნება

დღეს ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება.

მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

დღესასწაული ყოველი წლის 15 ოქტომბერს აღინიშნება.

კომენტარები