მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის – “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის – “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში დებიუტანტი მწერლის ირაკლი მაჩიტაძის წიგნის – “სიკვდილის ლურჯი ეკრანი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

საღამოს მოდერატორობას ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე უწევდა.

წიგნი როგორც დეტექტიურ სიუჟეტს, ასევე თრილერის და ფანტასტიკის ჟანრსაც შეიცავს.

“რომანის თვალსაზრისით ეს ჩემი პირველი წიგნია. ნაწარმოები არის საკმაოდ იშვიათი ქართულ ლიტერატურისთვის. დეტექტიური სიუჟეტიც აქვს, ცოტა თრილერიც და ფანტასტიკაც, ამიტომ ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობას მოეწონება. ყველაზე მეტად რაც ხელს უშლის ავტორს, არის დაბალი თვითშეფასება. ყველას, ვინც პროზაულ ჟანრში წერს, ვურჩევდი, რომ წერონ და თუ თავიდანვე არ გამოაქვეყნებენ, მეგობრებს, ახლობლებს წააკითხონ. ჩემი პირველი მკითხველები სწორედ ჩემი მეგობრები იყვნენ. სწორედ მათმა შეფასებებმა და საქმიანმა შენიშვნებმა მომცა ბიძგი, რომანი გამომექვეყნებინა”, – ამბობს წიგნის ავტორი ირაკლი მაჩიტაძე.

კომენტარები