მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს პოლიტიკური აქტივობის გამო არ მოემსახურა

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს პოლიტიკური აქტივობის გამო არ მოემსახურა

დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით – ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს არ მოემსახურა. გია თევდორაძეს ევროკრედიტში ვალუტის გადაცვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

ოპოზიციის წარმომადგენელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო პროგრამამ დაბლოკა.

ევროკრედიტში აცხადებენ, რომ პროგრამა სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მითითებით მოქმედეს და უკვე კარგა ხანია, მუშაობს.

ოპოზიციონერის თქმით, პროგრამა ბიძინა ივანიშვილის პირადი “შავი სიაა” და ის ამ ფორმით სჯის ყველას, ვინც მისთვის მიუღებელია.

“მას შემდეგ, რაც შეიყვანეს ჩემი პირადი მონაცემები, ოპერატორმა თანხა უკან დამიბრუნა და მითხრა, პროგრამამ უარი მითხრა თქვენზე, თქვენ ხართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და თქვენ ვერ მოგემსახურებით. ორგანიზაციაში დამიდასტურეს, რომ ისინი არ ემსახურებიან პოლიტიკურად აქტიურ პირებს, რადგან ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მითითებით “შავი სია” შექმნეს და ასე სჯიან მათთვის მიუღებელ პირებს”, – განაცხადა გია თევდორაძემ

კომენტარები