მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოზარდს თანატოლები სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ

ქუთაისში მოზარდს თანატოლები სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ

ქუთაისში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე არასრულწლოვანი საკუთარ თანატოლს სასტიკი მეთოდებით სცემს.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ჯერჯერობით უცნობია მოზარდები რომელი სკოლის მოსწავლეები არიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით.

“საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები