მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მცხოვრებლები დასუფთავების სამსახურის მუშაობას უარყოფითად აფასებენ

ქუთაისში მცხოვრებლები დასუფთავების სამსახურის მუშაობას უარყოფითად აფასებენ

ქუთაისში მცხოვრებლები დასუფთავების სამსახურის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.

ადგილობრივების თქმით, ნაგავშემკრები კონტეინერები გადავსებულია, რის გამოც იძულებულები არიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ურნების გვერდით განალაგონ.

ცხინვალის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ურნების გაცლა შესაბამის სამსახურების მხრიდან ყოველდღიურად მიმდინარეობს, თუმცა ან გატანის ინტერვალები უნდა შემცირდეს, ან კონტეინერების დამატება უნდა მოხდეს.

“სიცხეებია, ამ ნაგავს ბუზი აჯდება, მერე ეს ყველაფერი სახლში შემოდის. საშინელება ხდება ჩვენს ქუჩაზე, ვინმე თუ დაგვეხმარება კარგი იქნება”, – აცხადებს ლეილა კაპანაძე.

კომენტარები