მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ნაგვის ურნაში გადაგდებული სიგარეტის ნამწვის გამო, სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო

ქუთაისში ნაგვის ურნაში გადაგდებული სიგარეტის ნამწვის გამო, სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო

ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე ნაგვის ურნაში გადაგდებული სიგარეტის ნამწვის გამო, სახანძრო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ფოტოს და ინფორმაციას ჟურნალისტი დეა მანაგაძე ავრცელებს.

“აი, დაუდევრობის და დაბალი მოქალაქეობრივი შეგნების შედეგი. სავსე ბუნკერში სიგარეტის ნამწვის ან ე.წ “ბომბაჩკის” ჩაგდება რომ ხანძარს გააჩენს, ამას დიდი მიხვედრილობა ჭირდება? ან ნაგვის ასე ღიად დაწვა სად გაგონილა? ცეცხლის ალი სადენებამდე ადიოდა.

სახანძრო სამსახური კი ზარიდან ზუსტად 2 წუთში ადგილზე გაჩნდა. ხანძარიც ლიკვიდირებულია”, – წერს დეა მანაგაძე ჯგუფში, “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები”.

კომენტარები