მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ნარგავების დაბეტონების შემდეგ, ასწლოვანი ხეების ძირების “ჩაჭრა” დაიწყეს

ქუთაისში ნარგავების დაბეტონების შემდეგ, ასწლოვანი ხეების ძირების “ჩაჭრა” დაიწყეს

ქუთაისში ხეებთან ბრძოლა გრძელდება. ნარგავების დაბეტონების შემდეგ, ასწლოვანი ხეების ძირების “ჩაჭრა” დაიწყეს.

სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ის, რაც ქუთაისში ხდება, დაუშვებელია.

“ხეებს ოფიციალურად გამოუცხადეს ომი საქართველოში! აღმაშენებლის გამზირზე, ზებრა გადასასვლელის გასწვრივ ჩვენი “კომფორტისთვის” აკეთებენ ბილიკს. ხეს მიაჭრეს ძირები, რადგან გზად გადაეღობა. გეგონება ოდნავ გვერდით რომ გადაეტანათ ეს ზებრა, დაიქცეოდა ქვეყანა. ხან ვაბეტონებთ მწვანე ნარგავებს, ხან ძირებს ვუჭრით ან ისე ვსხლავთ, რომ ფორმას კარგავს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლობა ამ უპატრონო ქვეყანაში?!”- წერს ხვიჩა ვაშაყმაძე.

 

კომენტარები