მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში ტროტუარები დაიტბორა

ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში ტროტუარები დაიტბორა

ქუთაისში, ნინოშვილის სკვერში არსებული ტროტუარები დატბორილია.

ქვეითად მოსიარულე ადამიანები მათთვის განკუთვნილ სივრცეში ვერ გადაადგილდებიან, რადგან სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული.

“ტროტუარზე წყალი დგას და ვერ ვმოძრაობს, ასფალტზე გადავედი და იქ სწრადად მოძრავი ავტომობილები მასხამენ წყალს. ამ ქალაქში არ შეიძლება, ქვეითმა უსაფრთხოდ და კომფორტულად რომ იმოძრაოს”, – აცხადებს ადგილობრივი ნუნუ ვარდანიძე.

ქუთაისში წვიმამ გადაადგილების მხრივ პრობლემები ავტომობილით მოსარგებლეებსაც შეუქმნა.

კომენტარები