მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ოპოზიციონერი იმედა კლდიაშვილი დააკავეს (Video)

ქუთაისში ოპოზიციონერი იმედა კლდიაშვილი დააკავეს (Video)

“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს.

კლდიაშვილმა პროტესტის ნიშნად სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტმობილით ჩაკეტა, მას შემდეგ კი, რაც მან მანქანიდან გადმოსვლაზე უარი განაცხადა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.

პარტიის ინფორმაციით, ის სუსის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

ამ დრომდე უცნობია სად არის გადაყვანილი იმედა კლდიაშვილი.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/girchi.org/videos/898078810825440

კომენტარები