მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ორგანიზაცია “ქუთაისი დნიპროსთვის” დაფუძნდა

ქუთაისში ორგანიზაცია “ქუთაისი დნიპროსთვის” დაფუძნდა

ქუთაისში ორგანიზაცია “ქუთაისი დნიპროსთვის” დაფუძნდა.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აღნიშნავენ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი პროცესის საჯაროობისა და სრულიად გამჭვირვალობისთვის.

ორგანიზაციას 19 დამფუძნებელი ჰყავს – კოტე ჭარხალაშვილი, მიხეილ მუმლაძე, ლევან ადეიშვილი, მაგული ჩხობაძე, გაგა (სახე) ავალიანი, ქეთი ბერძენიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე, მარიკა ვაჭარაძე, აკაკი საღინაძე, ლელა მოწონელიძე, მაკა ხეცურიანი, იმედა ონიანი, ია იაშვილი, ნიკა დეისაძე, ლაშა ბერეკაშვილი, გიორგი გველესიანი, სოფიო როინიშვილი, ზაალ კუხიანიძე და ქეთი დეისაძე.

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად მას შემდეგ გაერთიანდა, რაც დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა.

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. აქტივისტები საზოგადოებას მიაწვდიან ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხული თანხები დნიპროს მოსახლეობას გაეგზავნება.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.

კომენტარები