მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი მუშები ვერ აკონკრეტებენ რა მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა, რა მიზნით მიმდინარეობს პარლამენტის ყოფილი შენობის,  საშვთა ბიუროში სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლიდან გადაიტანეს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლებია  ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ ტექნოპარკი უნდა მოეწყოს. ამ ეტაპზე კი ყოფილი საკანონმდებლო ორგანო სარეველა ბალახების ალყაშია მოქცეული.

კომენტარები